https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

თელასის განცხადებით, 13 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

10495570_1504559209773153_7006138198438725561_o

თელასი ინფორმაციას აქვეყნებს:

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 13 იანვარს დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი!
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, შუშინის, მირზა შაფის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, აბანოს და ბოტანიკის ქუჩების მაცხოვრებლებს (734 აბონენტს).

ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს (609 აბონენტს).

საბურთალოს რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, VII კვარტლების, ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს (1 592 აბონენტს).

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს (16 აბონენტს).

სამგორის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს (47 აბონენტს).

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

1,420 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top