https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

„ლობიოსავით დაბნეული… უზრდელი არსება“ – ასე აფასებს ნიკა რურუა კახა კალაძეს

10151374_714459621923665_6413969027101226591_n

“ლობიოსავით დაბნეული.. უზრდელი არსება” – ასე აფასებს ორგანიზაცია ივერიას ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს. რურუას თქმით კალაძეს არ აქვს შესაბამისი განათლება.

“ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება არის ნაცრის თვალებში შეყრა. რეალურად ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ემსახურება საქართველოს
დასავლეთისგან ჩამოშორებას და რეგიონში მეტი რუსული გავლენის შემოყვანას. ამას ემსახურება დღევანდელი მთავრობა. კალაძე ამბობდა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომიო, ეს ჩაწერილია ტელევიზორში მაქვს ნანახი. ეს არის ადამიანი აღრეული ლოიალურობით, ეს არის სპორტსმენი, რომელსაც არაფერი არ აქვს, განათლების მიახლოებული დონეც არ გააჩნია, რომ იყოს ენერგეტიკის მინისტრი. იმიტომ არის დაბნეული ლობიოსავით ყოველ ჯერზე. აცეცებს თვალებს და ილანძღება, აგრძელებს რაღაც სახით ღარიბაშვილის სტილს. გადაიქცა სრულიად უზრდელ არსებად და თავს ესხმის ყველას, იცილებს ყველა ლეგიტიმურ კითხვას. ის არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას. ფლირტი გაზპრომთან უნდა ჩაიშალოს,”- განაცხადა ნიკა რურუამ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე კი გაზპრომის საქართველოში შემოსვლის რისკებზე და საფრთხეებზე საუბრობს. სიხარულიძე წლების წინ ზამთარში რუსეთის მიერ საქართველოსთვის შეწყვეტილი ბუნებრივი არის მიწოდებას იხსენებს. სიხარულიძე ამბობს, რომ თუ გაზპრომი საქართველოში შემოვა და ქვეყანა რუსულ გაზზე დამოკიდებული გახდება, რუსული ზეწოლის ბერკეტები საქართველოზე გაიზრდება.

წყარო: rustavi2.com

ავტორი: ნათია გოგსაძე

1,292 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top