https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

„აჭარის მთავრობამ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა“ – კობა ჩხეიძე

koba_chxeidze_1

ვიდრე ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვები დაიწყებოდა, სამუშაოები გაცილებით ადრე დაიწყო” – განცხადებას ”თავისუფალი დემოკრატები” აკეთებენ.

კობა ჩხეიძის თქმით, აჭარის მთავრობამ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა. მისი თქმით, ბულვარში ამ დროისთის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კონცეფციის პროექტის ნაწილია, რომელიც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ქალაქის თვითმმართველობასთან, თუმცა იმის გამო, რომ მართვის უფლება აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთვის არის გადაცემული, მთავრობამ ბულვარის ფაქტობრივი მესაკუთრისგან თანხმობის მიღება საჭიროდ არ ჩათვალა.

თავისუფალი დემოკრატები ბათუმის მერს მოუწოდებენ, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები ბულვარის მართვაში დასაბრუნებლად და შეაჩეროს ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები.

აჭარის მერიაში, თავისუფალი დემოკრატების განცხადებაზე, ოფიციალური პასუხი ამ დროისთის არ გაკეთებულა!

5,347 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top