https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სამართალი

შოთაძე:”პროკურატურა ანგარიშვალდებულებას არ გაურბის”

iraklishotadzeprokuratura-cr-739x428

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, მისი უწყება ანგარიშვალდებულებას არ გაურბის.

ასე გამოეხმაურა ირაკლი შოთაძე ევროსაბჭოს კომისრის მოწოდებას, სადაც პროკურატურის ანგარიშვალდებულებაზეა საუბარი. ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ ამ დასკვნას არ გაცნობია.

“მე არ ვიცი რომელ დასკვნაზე მეუბნებით, ზუსტად არ გავცნობივარ, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით საქართველოს პროკურატურა საკმაოდ ანგარიშვალდებულია. კონკრეტულად ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საპროკურორო საბჭოს წინაშე, სადაც მე მომიწევს წარდგომა ანგარიშით ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩვენი სტრუქტურის საქმიანობის შესახებ. ასევე ანგარიშვალდებულება არსებობს საკმაოდ მყარი პარლამენტის წინაშე და ჩვენ ამ ანგარიშვალდებულებას არ გავურბივართ”, -განაცხადა შოთაძემ.

ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის, ნილ მუჟნიეკსის მიერ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რასთან დაკავშირებითაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებებია მთავარი პროკურორის შერჩევის, დანიშვნისა და დათხოვნის პროცედურების კუთხით, კვლავ რჩება კითხვები, რომელიც უკავშირდება მთავარი პროკურატურის მუშაობას სისხლის სამართლის სფეროში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროსაბჭოს კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს პროკურორებისა და ძალოვანი ორგანოების თანამშრომლების მუშაობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

4,800 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top