https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

სააკაშვილის ზურგს უკან შვრებოდით ამ ყველაფერს?!

მიხეილ სააკაშვილი

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი ვლადიმირ რეზნიკი გაანთავისუფლა და სამართალდამცველებს სთხოვა მისი საქმიანობით დაინტერესებულიყვნენ.

სააკაშვილმა პროკურატურის წარმომადგენლები ოდესის ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე დაპატიჟა, სადაც საჯაროდ გაანთავისუფლა რეზნიკი.

“მე მინდა შეკითხვა დავუსვა ოდესის ადმინისტრაციის მრჩეველს რეზნიკს, მთლიანი მოცულობა შეადგენს 10 ათას გრივნას, მოახდინეთ თუ არა აღნიშნული თანხის ვიზრება?

– მე მხოლოდ შევამოწმე, რომ დასრულებულიყო პოლიკლინიკის მშენებლობა.

სააკაშვილი: და როგორ დასრულდებოდა, როდესაც ფულს იღებდნენ იმისათვის, რომ სამუშაო არ დასრულებულიყო?

– იქ ამბობდნენ, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში დასრულდებოდა მუშაობა.

სააკაშვილი: და დასრულდა მუშაობა?

– მე არ ვარ ამ საქმის კურსში. მე მხოლოდ ის მსურდა, რომ მშენებლობა დასრულებულიყო და ადამიანებს შეძლებოდათ სარგებლობა.

სააკაშვილი: თქვენ მე მეუბნებით, რომ ხელმოწერის უფლება არ გქონდათ და გქონდათ მხოლოდ ვიზირების უფლება. მე კი ზუსტად ვიცი, რომ თუ ხელს ვინმე არ მოაწერდა, ვიზირება ვერ მოხდებოდა ადმინისტრაციის მხრიდან. და მე მეუბნებით, რომ თქვენ უფლების გარეშე ახდენთ ვიზირებას, თქვენ ან ძალიან გულუბრყვილო ადამიანი ხართ, ან თქვენ მე დებილი გგონივართ, რადგან სხვანაირად არ მესმის, თქვენ ზურგს უკან ხდებოდა ყველაფერი და არც კი დაინტერესებულხართ, რა ხდებოდა.

სააკაშვილის ზურგს უკან შვრებოდით ამ ყველაფერს და ამას ქვია ანტიკორუფციული ადმინისტრაცია და ამას ქვია მუშაობა? მე თქვენ გათავისუფლებთ თანამდებობიდან და მე მინდა ადმინისტრაციას მივმართო, რომ დაკავდეს ამ ადამიანის საქმიანობით. როდესაც მე არ ვიმყოფებოდი ადმინსტრაციაში, რა ხერხებით ხდებოდა ეს ყველაფერი. მე არ დაუშვებ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელს აწერენ იმას, რისი უფლებაც არ აქვთ და ერთმანეთში იყოფენ თანხას. მე ძალიან გაბრაზებული ვარ, უბრალოდ გაცოფებული, როგორ გააკეთეთ ეს. მე ახლა, როგორც არასდროს მჭირდება პროკურატურისგან დახმარება, რათა გაიწმინდოს ეს დაწესებულება.”

2,105 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top