https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

“ტაბულას” ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

1452619443957505

ტელეკომპანია “ტაბულას” ყოფილ და მოქმედ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტების ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა ინფორმაციით, ისინი საღამოს რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც უცნობი პირები თავს დაესხნენ და, მათი თქმით, პროფესიული საქმიანობის გამო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დალეწეს მთელი რესტორანი, ინვენტარი, სკამები, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენზე თავდასხმა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ალბათ მეტს, უბრალოდ, ეს ალბათ დაუსჯელობის სინდრომია, რაც ქვეყანაში არსებობს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჟურნალისტები და ზოგადად, ადამიანის უფლებები”, – განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ.

დაზარალებული ჟურნალისტები უკვე დაკითხეს.

3,449 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top