https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
კონფლიქტები

ირანელმა სამხედროებმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი კატარღა დააკავეს

აშშ ირანი

ირანელმა სამხედროებმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი კატარღა დააკავეს, რომელიც ქუვეითიდან ბაჰრეინში მიემგზავრებოდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, კატარღები ირანის ტერიტორიულ წყლებში შემთხვევით, ტექნიკური გაუმართაობის გამო აღმოჩნდნენ. სააგენტო AFP საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯინ კერისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამად ჯავად ზარიფს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირანელმა დიპლომატმა დაარწმუნა კერი, რომ ხომალდების ეკიპაჟი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მათ გზის გაგრძელების უფლებას უახლოეს მომავალში მისცემენ. ამერიკული კატარღები სპარსეთის ყურის ცენტრში მდებარე კუნძულ ფარსისთან დააკავეს, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ირანსა და საუდის არაბეთს შორის ტერიტორიული დავის საგანი იყო. არსებული ინფორმაციით, კუნძულზე ირანის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს, რის გამოც კუნძულზე ჩასვლა აკრძალულია.

5,513 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top