https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

თურქეთში შესვლა 35 970 ადამიანს აეკრძალა

920850892

ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო, თურქეთში შესვლა 124 ქვეყნის 35 970 ადამიანს აეკრძალა.

ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზერთან გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან სულ 3318 ადამიანი იქნა დაკავებული, 847 დაპატიმრებული.

“დღეის მდგომარეობით, თურქეთში შესვლა 124 ქვეყნის 35970 ადამიანს აეკრძალა, მათგან 387 გერმანიის მოქალაქეა. 92 ქვეყნის 2894 ადამიანი დეპორტირებულია, მათგან 94 გერმანიის მოქალაქეა”,–აღნიშნა ალამ.

ამასთან, ეფკან ალამ გერმანიის ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ ქვეყნების ხელმძღავნელობას საიდანც თურქეთში პოტენციური ბოევიკები ჩადიან, საზღვრის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

12 იანვარს სტამბოლის ისტორიულ ცენტრში, სულთან–აჰმედის მოედანზე ძლიერი აფეთქება მოხდა. რა დროსაც მოედანზე  ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა.

აფეთქებას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 8 გერმანელი ტურისტია. 17 ადამიანი დაშავებულია, მათგან 11 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება, ორი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაშია.

დაშავებულთაგან 9 გერმანიის მოქალაქეა, ერთი–ნორვეგიის და ერთი პერუს.

 

 

 

 

1,647 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top