https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„გამოძიება მიდის იქით, რომ ბესელია და კობახიძე როგორმე გამოაძვრინონ“

uhu-e1450206181103

შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ „გამოძიება მიდის იქით, რომ ბესელია და კობახიძე როგორმე გამოაძვრინონ“.

მთავარი პროკურორის განცხადებას ალეკო ელისაშვილმა ცოტა ხნის წინ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი დაკითხვის დროს ვიღაცები ფარულად უღებდნენ. საკრებულოს წევრი არ გამორიცხავს, რომ ეს დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილიყო.

„სპეკულანტები და საქმის ჩამფარცხველები შოთაძემ თავის პროკურატურაში მოიკითხოს, კეზერაშვილის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შოთაძემ. გამოძიება მიდის იქით, რომ ბესელია და კობახიძე როგორმე გამოაძვრინონ, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, სადაც ცხრაკლიტულში ჩაკეტილ გამომძიებელთან კი არ ვიჯდები საათობით, არამედ იქ საზოგადოებაც იქნება და მედიაც და იმ ადამიანს ავასახელებ და მის დაკითხვასაც მოვითხოვ. ჩემი დაკითხვის დროს ფარული კამერით აშკარად ვიღაცები მიყურებდნენ, შეიძლება ბესელიაც იყო სადმე სავარძელში მოკალათებული და გამომძიებელს „ეჩათავებოდნენ“, აბა ახლა ეს კითხე, ახლა ეს, ასეთ გამოძიებას ამ ადამიანს მე ხელში არ ჩავუგდებ, “- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

1,333 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top