https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

კიევში “ღორის გრიპის” გამო კარანტინი გამოცხადდა

h1n1_influenza_061215

კიევში, 16 იანვრიდან ღორის გრიპის გამო კარანტინი ამოქმედდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს პრეს–სამსახური ავრცელებს.

შაბათიდან, უკრაინის დედაქალაქში სკოლები დაიხურება და საზოგადოებრივი ღონისძიებები გაუქმდება.

გავრცელებულ განცხადებაში კარანტინის დასრულების ვადა დაკონკრეტებული არ არის.

“ეს პრევენტიული ზომაა, რადგან ეპიდემიის პიკი დასრულებული არ არის. ეს გრიპი ძალიან სპეციფიკურია და მძიმე გართულებებით გამოირჩევა”,–ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის სექტემბრიდან ქვეყანაში ღორის გრიპისგან 25 ადამიანი დაიღუპა. მათგან ორი კიევში იმყოფებოდა, 15 კი ოდესის მკვიდრი იყო.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ყველა მათგანმა სამკურნალო დაწესებულებას მხოლოდ 6–7 დღეს მიმართა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს “დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის ცენტრის” დირექტორის ლიუბოვ ნეკრასოვას განმარტებით, გრიპის ეს სახეობა პნევმონიაში გადადის, ადამიანების დაღუპვა სწორედ ამან გამოიწვია.

 

5,547 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top