https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
დაიჯესტი

ვინ არის გოგონა, რომელიც მე-13 სართულიდან გადახტა

17616ad4b018f4ed79e46bc5ba205c74

15 წლის გოგონა, რომელიც გუშინ ბერბუკის ქუჩის 10 ნომერში მდებარე კორპუსის მე-13 სართულის აივნიდან გადახტა, 15 წლის ნინო შ.-ა.
“კვირას“ ინფორმაციით, ტრაგედიის დროს გოგონას დედა ნათესავთან იმყოფებოდა. მოზარდი სახლში მეექვსეკლასელ ძმასთან ერთად იყო. საზარელი შემთხვევის შესახებ მშობლებს სწორედ გოგონას მცირეწლოვანმა ძმამ შეატყობინა.


როგორც “კვირას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ტრაგედიის ადგილზე მისული დედა მომხდარში თავს იდანაშაულებდა. თვითმხილველების ინფორმაციითვე, ნინოს მეგობრებთან შეკრებაზე უნდოდა წასვლა, რაზეც დედამ, სავარაუდოდ, უარი უთხარა.
“დედა მოვიდა და კიოდა, ჩემი ბრალიაო, არ ვიცი, რა მოხდა. ამბობენ, მეგობრებთან ერთად უნდოდა წასვლა და არ გაუშვესო“, – აცხადებს თვითმხილველი.
გარდაცვლილ გოგონას მასზე პატარა ასაკის სამი ძმა ჰყავს.
ნინომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა: „შენ მიხვდები, რომ დღეს იანვრის ცა მეტია, ვიდრე ადამიანთა ცრურწმენა, რომ თარსი რიცხვია ცამეტი“.
მოზარდის მეგობრები ტრაგედიას ფეისბუქში ეხმაურებიან, ისინი თვითმკვლელობის მოტივს ვერ ხსნიან.
“ნინი, როგორ მიყვარდი, გოგო… ვაიმე, რა ძნელია, ჩემო ანგელოზო… ეს რატომ გააკეთე, არ მჯერააა… არ მჯერა, იმიტომ, რომ „სუხიშვილებში“ ისე იმედით მელაპარაკებოდი, იმდენი გეგმა გქონდა, ეს ხომ უნდა შეგესრულებინა. რატოომ? როგორ მოგინელო, ჩემო დაქალო, როგორ? ან როგორ მივიდე ამ ადგილას უშენოდ? ყველაფერი ხომ შენ თავს გამახსენებს”, – წერს გარდაცვლილი გოგონას მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ ბერბუკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-13 სართულის აივნიდან 15 წლის გოგონა გადახტა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: kvira.ge

5,303 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top