https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

კვაჭანტირაძე: „საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალური გამოცდილება იქნება“

12139_video

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძეს განცხადებით, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში, მთავარი კრიტერიუმი პირის პროფესიონალური გამოცდილება და საპარლამენტო მუშაობისთვის გამოსადეგობა იქნება.

ამის შესახებ კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, „ახალი სახეების მოლოდინი აუცილებლად უნდა იყოს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“

ამასთან, კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდი კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას.

“ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაცხადებულა, რომ ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება, მაგრამ ასე ხაზგასმით მსახიობებისა და და სპორტსმენების თემის ტრიალი, სწორი არ არის. 150 კაცში ნუთუ ამდენი მსახიობი და სპორტსმენია, რომ ეს საქილიკო და მუდმივად განსახილველი თემა იყოს?! შესაძლოა მომავალ პარლამენტში მათი რიცხვი იყოს ნაკლები, ან იყოს – მეტი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია განხილვის პროცესზე”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

5,018 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top