https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
დაიჯესტი

„გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ საქართველო მისი მოქალაქეების უმრავლესობისთვის კომფორტული ქვეყანა არ არის“ – ჩერნოვეცკი

ჩერნოვეცკი

კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას პარტია “ბედნიერი საქართველოთი” აპირებს, სოციალურ ქსელში პარტიის იდეოლოგიებსა და ხედვებზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილი აქვს, რომ ცხოვრების დარჩენილი დღეები საქართველოში გაატაროს და ქვეყანას ის კანონპროექტები, ცვლილებები შესთავაზოს, რომელთა განხორციელების საშუალება კიევში არ მიეცა. 

„მე ქართულ პოლიტიკურ არსპარეზზე გამოჩენა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ შევქმენი ოჯახი და აქ დავსახლდი, გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების დარჩენილი დღეები საქათველოში გავატარო! საქართველო-ჩემი ბედისწერაა! 64 წლის ვარ და არ ვიცი, უფალი აქტიური ცხოვრების რამდენ დღეს მიბოძებს, მაგრამ გული მტკივა, როცა ვხედავ, რომ საქართველო მისი მოქალაქეების უმრავლესობისთვის კომფორტული ქვეყანა არ არის, რომ საქართველოში სიღარიბეა და ძალიან ცოტა სამუშაო ადგილია, პარლამენტი კი მეტისმეტად არაპროფესიონალურად მუშაობს. რად ღირდა თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება, რომელმაც დიდი დარტყმა მიაყენა და დიდ წილად ინფლაციის ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

მე ვიფიქრე, რომ დაახლოებით ამავე რაოდენობის მაცხოვრებლებით დასახლებულ ქვეყანაში მართვის გამოცდილება მაქვს (ცოტა მეტის, რადგან კიევში ჩამოსულებთან ერთად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს) და მე მინდა შევთავაზო საქართველოს ის კანონპროექტები, რომელთა რეალიზების საშუალება კიევში არ მომეცა” – წერს ჩერნოვეცკი.

 

1,969 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top