https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

საქართველოდან გერმანიაში ჩასულმა ლტოლვილებმა,შესაძლოა, თავშესაფარი ვეღარ მიიღონ

germaniis_drosha_8531

ბავარიის ადგილობრივი მთავრობა  ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიის გაფართოებას ითხოვს. გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ეს ლტოლვილთა ნაკადის შემცირების მიზნით ხდება.

გერმანული გამოცემის ცნობით, სიაში საქართველოს შეყვანასაც ითხოვენ. აღნიშნული ინციატივის მიხედვით, საქართველოდან გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ჩაითვლება. სტატიაში აღნიშნულია,რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იქ არ არის პოლიტიკური დევნა.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოაჰიმ ჰერმანმა მთავრობის შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული სია მთავრობას, თავშესაფრის მაძიებლების განაცხადებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში დაეხმარება.

მისივე თქმით, იმ ქვეყნების სიაში, რომლიდანაც გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს თავშესაფარზე უარი უნდა ეთქვათ, საქართველოს გარდა, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ინდოეთი, მალი, მონღოლეთი, ალჟირი, გამბია და ბანგლადეშიც უნდა შევიდეს.

მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური თავშესაფრის მოთხოვნაზე იშვიათად აკმაყოფილებს სწორედ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების განცხადებებს – აღნიშნულია გერმანულ გამოცემაში.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გერმანიაში გასულ წელს თითქმის 1,1 მილიონი ლტოლვილი დარეგისტრირდა.

2,206 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top