https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

წულუკიანი: „ბოლომდე არის მისაყვანი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა“

2014110520113911

პირველ რიგში, ბოლომდე არის მისაყვანი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კითხვას, როგორც შეაფასებდა ბიზნესდავებში მოსამართლეების კვალიფიკაციას, არის თუ არა რეფორმა ამ მიმართულებით საჭირო.

როგორც წულუკიანმა განმარტა, აუცილებლად გააგრძელებენ მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმას.

“კერძოდ, პირველ რიგში ბოლომდე არის მისაყვანი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა, რომელიც პარლამენტში იხილება და რომელიც ჩვენს მოსამართლეებს აქცევს კიდევ უფრი მეტად დაცულად ნებისმიერი გარე ზეწოლისგან. ეს რეფორმა პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს უფრო მეტად ჩართული მართლმსაჯულების მართვის პროცესებში და გამჭვირვალე გახდეს მათი საქმინაობა, მათ შორის საქმეთა ელექტრონული განაწილების კუთხით. ჩვენ ამ რეფორმას ბოლომდე მივყვანთ თებერვალში, როდესაც პარლამენტი განაახლებს მუშაობას”, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება მოსამართლეების კვალიფიკაციას, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ამისთვის არსებობს იუსტიციის უმაღლესი სკოლა და ეს შიდა თემაა, რომელშიც ის, როგორც იუსტიციის მინისტრი, ვერ ჩაერევა.

2,360 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top