https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

ჭკუასელი: “ივანიშვილმა “ქართული ოცნების” წევრებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებას დაპირდა”

hqdefault4

ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატის თემურ ჭკუასელის განცხადებით, “ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში, მასთან ბიზნესში დასაქმებას დაპირდა”.

ჭკუასელის თქმით, აღნიშნული დაპირება, გუშინ, საგურამოს კორპორატიულ შეკრებაზე გაჟღერდა.

“ისიც გაკვრით ითქვა, რომ ქვეყნისთვის გასაკეთებელი ბევრია. სხვა სახის არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ ყოფილა. იქ სადაც თამადა მე ვარ, სიმღერა და ხუმრობაა”, – აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.

ამასთან, დეპუტატის ცნობით, გუშინდელი შეხვედრა პირადად მან ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკისთან ერთად დაგეგმა.

ჭკუასელის განმარტებით, თავიდანვე გამოითქვა სურვილი, რომ ყოფილიყო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების შეკრება ყოფილ და მოქმედ პრემირებთან ერთად.

5,193 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top