https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოთხილამურეს, სავარაუდოდ, სრიალის უფლება აეკრძალება

19799_video

ის, რაც სამთო რეგულაციებთან დაკავშირებით გვქონდა მომზადებული, აღმოჩნდა უფრო რბილი, ვიდრე დღეს არსებული მოთხოვნილებებია საზოგადოებაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მომხდარი სამწუხარო მოვლენების გათვალისწინებით “ყველა დაინტერებულ პირთან” კიდევ ერთხელ მოხდა საკითხის განხილვა.

” ის, რაც ჩვენ გვქონდა მომზადებული, აღმოჩნდა ცოტა უფრო რბილი, ვიდრე დღეს არსებული მოთხოვნილებებია საზოგადოებაში. მაგალითად, გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ ნასვამ მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამურები ანუ არა უბრალოდ ტრასიდან გავიყვანოთ, არამედ ჩამოვართვათ თხილამურები და ა.შ.”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, უწყება შეეცდება, რომ მომდევნო ათი დღის განმავლობაში შესაბამისი კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გაიტანოს.

“შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას თქვენც კი დაგვხდებათ პატრული აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე”, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტში შედის სხვადასხვა სახის ცვლილება, მათ შორის განისაზღვრება, თუ რა არის სასრიალო ტრასა, ვინ არის მოსრიალე ადამიანი და ა.შ.

“ჩვენ კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე უკვე გავიტანეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეგულაციები კიდევ უფრო უნდა გავამკაცროთ. ძირითადი ტენდენცია იქნება ის, რომ ნასვამმა ადამიანმა არ ისრიალოს ტრასაზე”,–განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ფხიზელ ადამიანს, ქუმსიშვილის განმარტებით,  თუკი მოსრიალე თავისი ქცევით საფრთხეს უქმნის თავის თავს ან გარშემომყოფებს, მასთან მიდის პატრული და შემდგომ მოხდება რეაგირება.

“პირველად იქნება გაფრთხილება, ხოლო შემდეგ უკვე სხვა ქმედებები გატარდება. პატრულირება უკვე განხორციელდება შაბათიდან”, – განაცხადა ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

555 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top