https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სამართალი

42 და 49 წლის ქალბატონებმა ფულის გამოძალვის მიზნით ორი პენსიონერი ცემით მოკლეს

11009461_349167241956132_872975072_o

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის საიტზე არსებული ინფორმაციით, სვერდლოვსკში დააკავეს 2 ქალბატონი, რომელთაც პენსიონერი წყვილის მკვლელობა ედებათ ბრალად.

42 წლის ქალბატონი მოკლულ პენსიონერთა მეზობლად ცხოვრობდა, ხოლო მისი 49 წლის თანამზრახველი, მეზობელ რაიონში. ორივე მათგანი ადრე ნასამართლევია და ერთ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს.

პენსიონერი ოჯახის მეზობელმა იციდა, რომ წყვილს გარკვეული თანხა ჰქონდა გადანახული თავიანთი დაკრძალვისათვის. იგი მათ სტუმრად ეწვია ვითომდა ჩაის დასალევად, რა დროსაც მისმა თანამონაწილემ კარებზე დარეკა ზარი. მან ოჯახის მასპინძლებს განუცხადა, რომ მისი მეგობარი მათთან იყო სტუმრად, რის შემდეგადაც მასპინძელმა ქალბატონმა მას კარები გაუღო.

ბოროტმოქმედებმა ცოლ-ქმარს ცემა დაუწყეს. მიღებული ტრამვების შედეგად მოხუცები გარდაიცვალნენ, ხოლო ქალებმა სახლში 80 000 რუბლი აღმოაჩინეს და გაქცევას აპირებდნენ, როდესაც კარებზე პოლიციამ დარეკა. ქალები ფანჯრიდან გადახტნენ და მიიმალნენ, თუმცა ისინი მალევე დააკავეს ახლო მდებარე კაფეში.

4,007 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top