https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

თავდასხმა სასტუმროზე ბურკინა–ფასოში: 20 დაღუპული

160116052350_officers_624x351_reuters_nocredit

უგანდას დედაქალაქ ბურკინა–ფასოს სასტუმრო Splendid–ზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. 63 მძევალი გათავსიუფლებულია, მათგან 33 დაშავებულია.

ამის შესახებ “ფრანს პრესს” ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა რემი დანჯინუმ განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის არის უგანდას შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი კლემენტ სავადოგო.

“ჩვენი შეიარაღებული ძალები საფნრაგეთის სპეცრაზმის მხარდაჭერით ბრძოლას განაგრძობენ. არიან დაღუპულები, თუმცა ზუსტ ციფრს არ ვფლობთ”,–განაცხადა რემი დანჯინუმ.

დაღუპულთა ეროვნება ჯერ–ჯერობით უცნობია.

ოთხვარკსვლავიანი სასტუმრო Splendi–ზე, რომელშიც გაეროს თანამშრომლები და ტურისტები რჩებიან, თავდასხმა გვიან ღამით განხორციელდა.

თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად სასტუმროსთან ახლოს ორი ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ ნიღბიანი ადამიანების ჯგუფი შენობაზე იერიში მიიტანა და დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად შეიჭრა შენობაში.

თავდასხმელებმა ასევე ახლოს მდებარე კაფე Cappuccino–ში შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს.

თავდასხმის შედეგად სასტუმროს ცეცხლი მოეკიდა.

2015 წლის დეკემბერში “ალ–ქაიდას” ერთ–ერთმა ლიდერმა მუსლიმებს ჯიხადისკენ მოუწოდა, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში ცხოვრობენ, მათ შორის ბურკინა–ფასოში.

 

 

 

 

 

2,548 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top