https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
დაიჯესტი

„დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას“

1452929907752287

დღეს მთავრობის კანცელარიასთან 16:00 საათზე გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი გაიმართება. აქციაზე საქართველოში რუსული გაზის შესაძლო იმპორტის გააპროტესტებენ.

„მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს, ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

ჩვენ, მუსიკოსები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვატარებთ გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტს და იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება.

დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება!“- ნათქვამია აქციაზე მისაწვევ მიმართვაში.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება გაზპრომთან მოლაპარაკებებს არ შეწყვეტს. აქციას დაესწრებიან ანალიტიკოსები, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები. ისინი თვლიან, რომ გაზპრომთან ხელშეკრულებით საქართველოს ენერგოუსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება.

„თუ ხელისუფლება ვერ გვიცავს ამ საფრთხეებისგან, საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ჩვენთვის მიუღებელია გაზპრომის გაძლიერება საქართველოში. გარდა ამისა, ეს უნდა დაინახოს რუსეთმაც, რომ საქართველოში გარდა იმ ჯგუფისა, რომელიც გვატყუებს ამ მოლაპარაკებების შესახებ, არსებობს საზოგადოებრივი მძლავრის აზრი, რომელიც არ შეეგუება რუსეთის გაძლიერებას საქართველოში. წარმოუდგენელია, ერთმანეთის გამომრიცხავი არგუმენტებით მთავრობა ხსნიდეს ასეთ სერიოზულ მოლაპარაკებების პროცესს, ამიტომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ამაში ვენდოთ არ არსებობს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ კურიერის ეთერში.

აქციაში მონაწილეობას იღებენ მუსიკოსები: ნიაზ დიასამიძე, ეკო დეისაძე, სანდრო სულაქველიძე, ქეთათო, ბორის დენისი და ჯგუფი ეპილონი, გამოუვალი მდგომარეობა (და სხვები)

აქციის ორგანიზატორები არიან: Defend Liberty, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა, ევროპული კვლევების ინსტიტუტი

2,365 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top