https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

WHO: „ევროპაში შიდსის ეპიდემია სწრაფად ვრცელდება”

who-logo1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ევროპის მოსახლეობას შიდსის პროფილაკტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის ამაღლებისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციის ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებისკენ მიგრანტებს, ლტოლვილებს და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მოუწოდებენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სპეციალისტების განგაში  განუკურნებელი ინფექციური დაავადების ეპიდემიის ზრდას უკავშირდება.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემით, 2014 წელს ევროპაში შიდსით დაავადების 142 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაავადების ზრდის მატება რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ფიქსირდება. ექსპერტების მტკიცებით, ვირუსის გავრცელების მთავარი მიზეზი ნარკოტიკის მოხმარება და მამაკაცებს შორის სექსუალური კავშირის დამყარებაა.

“ძალისხმევის მიუხედავად, ევროპის რეგიონში 142 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, რაც შეშფოთების სერიოზულ საბაბს წარმოადგენს”,–განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ჟუჟანა იაკაბმა.

2,756 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top