https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

აშშ–მ და ევროკავშირმა ირანს სანქციები მოუხსნეს

160116220941_mogherini_zarif_624x351_afp

ამერიკამ და ევროკავშირმა ირანს სანქციები მას შემდეგ მოუხსნეს, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ თეირანმა ყველა პირობა შეასრულა, რომელიც ბირთვული პროგრამის დემონტაჟს შეეხება.

 აშშ–ს სახელმწიდო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით, საუბარია მხოლოდ 2 სანქციაზე. ის დარწმუნებულია, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საშიშროება მნიშვნელოვნად შემცირდა.

“იმ ნაბიჯების საპასუხოდ, რომელიც ირანმა გადადგა, ამერიკა და ევროკავშირი დაუყოვნებლივ ხსნიან სანქციებს, რომლებიც ქვეყნის ბირთვულ პროგრამას შეეხება”,–განაცხადა ქერიმ, ვენაში გამოსვლის დროს.

მისი თქმით, სანქციების მოხსნა, ირანელებისთვის ახალ ჰორიზონტებსა და შესაძლებლობებს გახსნის.

თავის მხრივ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ის სანქციები მოიხსნება, რომლებიც ევროკავშირისა და ევროკავშირის ცალკეული წევრი–ქვეყნების მთავრობების მიერ იქნა შემოღებული.

“დღეს, ირანს საერთაშორისო და ეროვნული, ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მოეხსნება”,–განაცხადა მოგერინიმ.

ირანის პრეზიდენტმა თანამემამულეებს სანქციების მოხსნა მიულოცა.

“ღმერთს მადლობას ვწირავ და ქედს ვიხრი ირანელი ხალხის მოთმინების წინაშე. გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!”,–დაწერა როუჰანიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ირანისთვის სანქციების მოხსნის გამო კმაყოფილებას ვერც რუსეთი მალავს.

“მსხვილი ნაბიჯია გადადგმული ირანთან ვითარების საბოლოო ნორმალიზების მხრივ”,–ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც Facebook-ში გავრცელდა.

ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 2007 წელს ირანის მეექვსე პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გადაწყვიტა, დაუბრუნდეს იმ პროგრამას, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ურანის  გამდიდრებას შეეხება. პროგრამა მეხუთე პრეზიდენტმა, მოჰამედ ხათამიმ, დააკონსერვა.

საპასუხოდ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ რიგი სანქციები შემოიღო: ძირითადად, ირანის იმ ბანკების, კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც  ირანის იარაღის მრეწველობასთან არიან კავშირში.

 

2012 წელს ირანმა საპასუხოდ, აშშ–სა და ბრიტანეთში ნავთობის გაყიდვა შეწვიტა, 2013 წლის დასაწყისიდან კი ევროკავშირის ქვეყნებში.

 

 

 

 

4,296 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top