https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
დაიჯესტი

კუჭავას ავტმანქანაში კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც სამართალდამცავების მისვლის მომენტში მიიმალნენ

police-line-do-not-cross-tape-at-crime-scene-1-2000x1349

რას უკავშირდება ვახტანგ ქირიას მკვლელობა, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც ,,ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, საქმე ეხება ფინანსურ ინტერესებს. ქირია და კუჭავა ნათესავები იყვნენ. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა კუჭავას კვალს მიაკვლიეს, იმ მომენტისთვის კუჭავას ავტმანქანაში კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც სამართალდამცავების მისვლის მომენტში მიიმალნენ, ხოლო ბიძინა კუჭავა მანქანაში გარდაცვლილი ნახეს, წინასწარი ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქის პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბიძინა კუჭავას ზუგდიდში მამიდა ჰყავს, რომელსაც ამ დღეებში მის სახელზე, იქ არსებული სახლის ნახევარი უნდა გადაეფორმებინა. ოჯახი დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

სამართალდამცავებმა უკვე გაჩხრიკეს ბიძინა კუჭავას საცხოვრებელი ბინა. როგორც კურიერს საქართველოს ხმის დირექტორმა – მამუკა კუჭავამ სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, სახლიდან წაღებულია კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათებიც.

ცნობილი გახდა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, აღმოჩინეს.

წყარო: newpost.ge

1,793 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top