https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
დაიჯესტი

ქირიას ძმა ვარაუდობს, რომ დამნაშავეებს, კვალის დაფარვის მიზნით, მისი ძმის ცხედარის გაქრობა უნდოდათ

1453037312872852

ვახტანგ ქირიას ძმა მადლობას უხდის სამართალდამცავებს, როგორც მედიასთან ელდარ ქირიამ განაცხადა ის, რომ მისი ძმის გვამი არ არის გამქრალი პოლიციის პროფესიონალური მუშაობის შედეგია.

,,ეს იყო საზარელი მკვლელობა“ – აცხადებს ელდარ ქირია. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის თქმით, ქირიას ძმა ვარაუდობს, რომ გარკვეული მოქმედებები იქნა დაგეგმილი, რათა კვალის დაფარვის მიზნით, მისი ძმის ცხედარი გაექროთ, თუმცა ელდარ ქირია დეტალებს არ აკონკრეტებს. მისთვის უცნობია, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი. ელდარ ქირია ადასტურებს, რომ კუჭავა მისი ოჯახის ნათესავია, მისი თქმით, გარდაცვლილ ძმასა და კუჭავას შორის რაიმე დავის შესახებ არ სმენია. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელობის შემდეგ იყო მცდელობა გვამის გადამალვის, რაც ეჭვმიტანილებმა ვერ მოახერხეს.

პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში, აღმოჩინეს.

წყარო: newpost.ge

3,883 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top