https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

ინფექციის ახალი ტალღა ლათინურ ამერიკაში – ანომალია ახალშობილებში

mikrozephalie-zika-virus

კოლუმბიასა და ბრაზილიაში ,,ზიკასა“ და ,,დენდეს“ ვირუსი უსწრაფესად ვრცელდება. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Zeit.de იუწყება.

საშიშ რეგიონებად ბრაზილიისა და კოლუმბიის გარდა, მექსიკაც სახელდება.

ამ რეგიონში, ბოლო თვის განმავლობაში, განუვითარებელი ტვინის მქონე ახალდაბადებულთა რაოდენობამ, პიკს მიაღწია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC ) ორსულ ქალებს ურჩევს, თავი შეიკავონ ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობისაგან.

,,დენგეს” ვირუსით ბრაზილიაში  გასულ წელს 229 ადამიანი დაიღუპა.

,,დენგეს” ვირუსის გამავრცელებელი სუბტროპიკული და ტროპიკული ზონის კოღოს ერთ-ერთი სახეობაა, რომლის მიერ დასნებოვნებული ადამიანების რიცხვი წვიმიანი სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება. ბრაზილიის ხელისუფლებამ დაავადების გადამტანი კოღოების წინააღმდეგ საბრძოლველად ლაბორატორიაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოს ჯიშიც კი გამოიყვანა და ბუნებაში გაუშვა.

რაც შეეხება ,,ზიკას“ ვირუსის, მისი პირველადი სიმპტომები ცხელება და კანზეგამონაყარია.

ბრაზილიელი სპეციალისტების მიერ დადგენილია, რომ ვირუსი ახალშობილებში მიკროცეფალიის განვითარებისას ფიქსირდება.ვირუსს ბავშვის სხეულში შეღწევა ინფიცირებული დედის სხეულიდან შეუძლია, რაც გავლენას ახდენს ნაყოფის ნერვულ უჯრედებზე, აფერხებს ტვინის უჯრედების განვითარებასა და მნიშვნელოვნად ამცირებს ტვინის ზომას.

 

1,566 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top