https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

გრიბაუსკაიტე: „უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 2017 წლიდან მიიღებს”

maxresdefault (2)

ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის 2016 წლის ბოლოს– 2017 წლის დასაწყისში მიიღებს.

ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ ტელეარხ ICTV–თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში უკრაინამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღოს”,–განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

ამასთან, გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ უკრაინამ ორი წლის განმავლობაში დიდი შრომა ჩადო ლიბერალიზაციის მომზადებაში და უკრაინის ხელისუფლებას “ევროკიმისიის ძალიან პოზიტიური ანგარიში მიულოცა, სადაც ნათქვამია, რომ “უკრაინა მზად არის”.

აღსანიშნავია, რომ უკრაინას და  საქართველოს  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება 2016 წლის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო.

 

1,440 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top