https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„გუშინ ექსპერტიზა ჩატარდა და ბიძინა კუჭავას აღენიშნება ის დაზიანებები, რომელიც აქამდე არ აღენიშნებოდა“

news_55554

სამეგრელო– ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელის, ბიძინა კუჭავას ცხედარს ექსპერტიზას, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს.

კუჭავას ოჯახის წევრები დამოუკიდებელ ექსპერტს დღეს ელოდებიან.

როგორც ჟურნალისტებს ბიძინა კუჭავას შვილობილმა განუცხადა, მათ იმედი აქვთ, რომ კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება სხვა კუთხით წავა.

“გუშინ ექსპერტიზა ჩატარდა და ბიძინა კუჭავას აღენიშნება ის დაზიანებები, რომელიც აქამდე არ აღენიშნებოდა და გარკვეულ კითხვებს ბადებს. სხეულზე აქვს ჭრილობები, კონკრეტულად რა ჭრილობებია, უკვე დამოუკიდებელი ექსპერტი თვითონ შეხედავს და საკუთარ პოზიციას იტყვის. ჩვენი ვერსიით, თვითმკვლელობა გამორიცხულია. ქირიას მკვლელობაც არაა მართალი. კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება უკვე სხვა კუთხით წავა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა კუჭავას შვილობილმა გიორგი ჯიქიამ.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა უკვე სახლშია გადასვენებული.

2,416 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top