https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Uncategorized

„პეტერბურგში პირველი ტურნირის მატჩის ჩაბარების სანაცვლოდ 200 ათასი დოლარი შემომთავაზეს“ – ჯოკოვიჩი

novak-jokovichi-34865346

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ 2007 წელს სანქტ–პეტერბურგში პირველი ტურნირის მატჩის ჩაბარების სანაცვლოდ, მას 200 ათასი დოლარი შესთავაზეს.

ამის შესახებ გამოცემა  AFP იტყობინება.

“პირდაპირ მე არავინ დამკავშირებია. ჩემზე იმ ადამიანების მეშვეობით გამოვიდნენ, რომლებთან მე იმ დროს ვთანამშრომლობდი. რასაკვირველია, ყველა წინადადებაზე უარი განვაცხადეთ. პირადად იმ ადამიანს ჩემთან არ უსაუბრია”,–განაცხადა სპორტსმენმა.

ჯოკოვიჩი არ მონაწილეობდა ტურნირში, რომელიც სანქტ–პეტერბურგში 2007 წლის 22–28 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

1,416 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top