https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Exclusive

„ნუ ქმნით პანიკას, ეპიდემიასთან ახლოსაც არ ვართ“ – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი – მარინა ეზუგბაია

20151011-H1N1

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში „ღორის გრიპი“ დაფიქსირდა, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო InfoLab დაუკავშირდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ქალბატონ მარინა ეზუგბაიას, რომელმაც InfoLab-ს განუცხადა რომ:

„ამ დაავადებას H1N1 ჰქვია და „არა ღორის გრიპი“. ის სეზონური გრიპის სახითაა ჩვენს ქვეყანაში. 2009-10 წლებში გვქონდა ეპიდემია და ამის შემდეგ ეს გრიპი სეზონურად გვევლინება და ის წელსაც არის, როგორც გასულ წლებში, შარშან, ან თუნდაც შარშანწინ. გრიპის ეს ვირუსი ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს და საერთოდ, გრიპს ახასიათებს სეზონური მატება. ოქტომბრიდან, დაახლოებით – მარტის ბოლომდე. ახლა ჩვეულებრივ, სეზონური მატებაა და მას ღორის გრიპს ნუ ვეძახით, ეს ჩვეულებრივი სეზონური H1N1-ია“.

რაც შეეხება დაღუპულ ადამიანს:

„ამ ადამიანს,  გარდა ამ დაავადებისა, ჰქონდა განსხვავებული ქრონიკული ავადმყოფობა. ხოლო H1N1 მიმდინარეობდა ამ ქრონიკული დაავადების ფონზე და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ H1N1-ც მძიმე მიმდინაეობის ვირუსია. იმუნოკომპოტენტურ ადამიანში, ანუ სრულიად ჯანმრთელ ადამიანში – როდესაც მძიმედ მიდის დაავადება, მაშინაა მძიმე ვირუსი.  ამ შემთხვევაში, 100 000 მოსახლეზე 250 შემთხვევაა და ეს არაა ეპიდემიაზე მეტყველი რაოდენობა. ნუ ქმნით პანიკას. მეტიც, ეპიდემიის ზღვარს მიახლოებულიც კი არ ვართ. შემდგომში რას ველოდებით, არ ვიცი, დაგვრჩა 5-8 კვირა და შესაბამისად, ჯერ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ ამ ხნის მანძილზე.“ – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი – მარინა ეზუგბაია.

5,055 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top