https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

„რატომ არ მოდის გაბედული ვაჟკაცი, კორუფციასთან მებრძოლი რაინდი ეთერში“ – ბესელია – ელისაშვილის

ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „იაფფასიან ტყუილს“ უწოდებს.

ამის შესახებ ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სპიკერების მიმართ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს. დეპუტატი პროკურატურას იმ მასალების გასაჯაროებას სთხოვს, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია.

„მისი განცხადებები მდარეა თავისი შინაარსით და ეყრდნობა იაფფასიან ტყუილებს. რატომ არ მოდის გაბედული ვაჟკაცი, კორუფციასთან მებრძოლი რაინდი ეთერში, რომელიც საშინელ სიტყვებს იყენებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ, როცა შეიძლება ნებისმიერი ბრალდება ცოტა უფრო კორექტულად გამოხატო“, – აღნიშნავს ბესელია.

მისი ინფორმაციით, ხვალიდან გამოქვეყნდება პატიმრების რამდენიმე წერილი, სადაც ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტებზეა საუბარი. როგორც ბესელია ამბობს, წერილები ელისაშვილთან დაკავშირებითაც არის.

„მათ შორის არის ისიც, რომ ვიღაცის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრებმა მიიჩნიეს უსამართლოდ. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს, მისი სტანდარტით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ეჭვი, რომ ის თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან გვაქვს მოწოდებული“, – ამბობს ბესელია.

5,012 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top