https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სამართალი

სასამართლომ გურამ მჭედლიძე დამნაშავედ სცნო გაგიკ აიდინიანის განზრახ მკვლელობაში

29042015-h1124

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გურამ მჭედლიძე დამნაშავედ სცნო გაგიკ აიდინიანის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მოსამართლემ გურამ მჭედლიძეს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,რომ 2015 წლის 2 მაისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  გურამ მჭედლიძე ტელეფონით დაუკავშირდა  გაგიკ აიდინიანს და ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებულ ორხევის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე მჭედლიძეს  გ. აიდინიანთან იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა საერთო მეგობრებთან იგი ცუდად მოიხსენია ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მჭედლიძემ  დანა ამოიღო, გაეკიდა გაგიკ აიდინიანს  და  შურისძიების მოტივით, განზრახ  მოკვლის მიზნით,  მიაყენა სამი ჭრილობა  მათ შორის ერთი გულმკერდის არეში.  შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაგიკ აიდინიანი მიღებული ჭრილობების შედეგად სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გურამ მჭედლიძე  იმავე დღეს  ქ.თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. ჩატარებული  პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა დანაშაულის ჩადენის  იარაღი   დანა.
აღსანიშნავია, რომ გურამ მჭედლიძე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღობისთვის, ძარცვისთვის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცემისთვის. პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს  გადაწყვეტილებას და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

5,416 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top