https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

რას ამბობენ პანკისელები სირიაში წასულ ქართველ ახალგაზრდებზე

Screenshot_1

დღეს, 20/30-ის ეთერში რეპორტაჟი მიეძღვნა პანკისისა და პანკისელი ახალგაზრდების სირიაში გადინების თემას.

პანკისელების აზრით, ახალგაზრდების სირიაში გასვლის მიზეზი უმუშევრობა და უპერსპექტივობაა. თუმცა ეს არ არის გამართლება ახალგაზრდების ქმედებისა რადგან ისლამი სულაც არ ქადაგებს კაცთა კვლას და ძალადობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 20/30-ის ეთერში განაცხადა, რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ხელისუფლებამ შეიმუშავა სპეციალური ანტიტერორისტული გეგმა, ხოლო ეს ახალგაზრდები მეტად ადრე არიან გასულები ქვეყნიდან.

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი – ზურაბ აგლაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად მხოლოდ უშიშროების დეპარტამენტების ჩართვა არაა საკმარისი, ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა განათლების დეფიციატია.

ის ამბობს, რომ ტერორისტული დაჯგუფების რიგებში დაბალი განათლების მქონე ადამიანები ერთვებიან:

„კარგია, სპეცსამსახურებს რომ ვთხოვთ პასუხს,თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ  ისინი ყოვლისშემძლეები არ არიან. ასეთი პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ სპეცსამსახურების იმედად არ ხდება და თუ გადავავლებთ თვალს, მსოფლიოში ძირითად მასას – ტერორისტული დაჯგუფებებისა – წარმოადგენს დაბალი ფენის ადამიანები, სადაც არის დაბალი განათლების დონე“, – ზურა აგლაძე.

2,071 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top