https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

საფრანგეთში პრეპარატის კლინიკური ცდის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

A logo is seen on a sign in front of the entrance of the Biotrial laboratory building in Rennes

საფრანგეთში პრეპარატის კლინიკური ცდის შედეგად მამაკაცი  გარდაიცვალა. ამის შესახებ ,,Spiegel.de”-ს ცნობით, ადგილობრივი მედია იტყობინება. მამაკაცს თავის ტვინის დიდი და მცირე ნახევარსფეროების ფუნქციონირება შეუჩერდა.

საფრანგეთის ქალაქ რენში კლინიკური ცდა გასულ კვირას ჩატარდა. ცდის ფარგლებში მონაწილეებს უნდა მიეღოთ ევროპული ლაბორატორიის მიერ შექმნილი ახალი პრეპარატი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავდა. მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა. ცდის შედეგად ხუთი ადამიანი ცუდად გახდა, მათ შორის ერთი ამ დრომდე კომაში იყო. დანარჩენი ოთხი კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათ ნევროლოგიური პრობლემები აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკურ ცდაში სულ 90 მოხალისე მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საფრანგეთის ჯანდაცვის სამაინისტრო კი ამ ეტაპზე ცდილობს, განმარტოს – დაუშვეს თუ არა შეცდომა პრეპარატის ტესტირების დროს.

გერმანიის ჯანდაცვის ექსპერტ კარლ ლაუტერბახის თქმით, მსგავში შემთხვევა შესაძლოა გერმანიაშიც მომხდარიყო და კლინიკური ცდის დროს საფრთხეებისგან დაზღვეული არავინ არის.

1,903 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top