https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

ალექსანდრ დობრინდტი – გერმანია საზღვრების დახურვისთვის უნდა მოემზადოს

გერმანია საზღვრების დახურვისთვის უნდა მოემზადოს. ,,დოიჩე ველეს”ცნობით, ასეთი განცხადება გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა გამოცემა ,,Müncher Merkur”-თან ინტერვიუში გააკეთა.

მან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მიგრაციული პოლიტიკის შეცვლისაკენ მოუწოდა.

,,უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ საზღვრების დახურვას ვერ ავცდებით”, – განაცხადა ალექსანდრ დობრინდტმა.
ის არ დაეთანხმა ანგელა მერკელის მოსაზრებას, რომ საზღვრების დახურვა ევროპისთვის სახიფათოა.

,,იმის მტკიცება, რომ საზღვრების დახურვა ევროკავშირის კრახს გამოიწვევს, არასწორია. პირიქით, თუ საზღვრებს ღიას დავტოვებთ და ასე გავაგრძელებთ, ევროპა დაიჩოქებს”, – განაცხადა ალექსანდრ დობრინდტმა.

1,666 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top