https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ეკა ბესელიამ პატიმრების პირველი წერილი გამოაქვეყნა

10617315_953973337964016_1648272056_n111

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო.

პირველი წერილი უკვე განთავსდა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში,” მის ოფიციალურ გვერდზე.

წერილში, რომლის ავტორი ბ. ანთიაა, პატიმარი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეს აკრიტიკებს და ბესელიას მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს.

“ქალბატონო ეკა, ტელეეთერის საშუალებით რაღაც აბსურდულ ბრალს რომ გდებენ თქვენ და ქ-ნ მანანა კობახიძეს, თითქოსდა თქვენ ახდენდით ზეგავლენას ჩვენს წინაშე მყოფ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეზე. კონკრეტული პატიმრების შეწყალების თაობაზე, საერთოდ არ მესმის ბატონი ზვიადის და მისი ნამუსის. ამით რის მიღწევას ცდილობს, ეს ვაჟბატონი პროკურატურით?”, – ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის მტკიცებით, პატიმარმა ბ. ანთიამ ეკა ბესელიას გაუგზავნა.

გამოქვეყნებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მას არ ესმის რატომ ზის საპატიმროში. ანთია ამტკიცებს, რომ ქორიძემ ის ოთხჯერ დატოვა პატიმრობაში.

ანთია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს, მისი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს და შეწყალების კომისიაში რეკომენდაცია გაუწიოს.

18 იანვარს ეკა ბესელიამ დაანონსა და გამოქვეყნებდა პატიმრების წერილებს, რომლებიც შეწყალების კომისიის ყოფილ და მოქმედ თავჯდომარეების მიმართ უკმყოფილებას გამოთქვამენ.

1,623 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top