https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სამართალი

არჩილ თალაკვაძე – ვახტანგ ქირიას მკვლელობამ კიდევ ოთხი საქმის კითხვის ნიშნები ამოწია

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ კიდევ ოთხი საქმესთან დაკავშირებით კითხვები გააცოცხლა. ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია ,,იმედს” განუცხადა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქირიას მკვლელობის გამოძიებამ სხვა ოთხ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ამოწია, რომელიც 2005-2009 წლებში მოხდა და რომლებიც დღემდე გაუხსნელია. ეს არის ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება – ეს საქმე დღემდე გაუხსნელია; ეს არის მისი გერის მკვლელობა; ეს არის ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, რომელზეც მართალია, ერთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ გამოძიება მუშაობს დამატებით, ეს საქმეც იქნა შესწავლილი;

ასევე, ეს არის მაღალდაძის მკვლელობა, რომელზეც ასევე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ საქმეებში არის გარკვეული დეტალები, რომელსაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ამ ბოლო საქმესთან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და თქვა, რომ გამოძიება ამ საქმეებს შორის შესაძლო კავშირის დადგენაზე მუშაობს.

3,610 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top