https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

მოსალოდნელი შტორმის გამო საქართველოს სამივე ნავსადგური დახურულია

უამინდობის გამო საქართველოს სამივე – ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურები დახურულია. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებეს ზღვაზე გემების უსაფრთხო მიმოსვლას.

,,ამინდის გაუარესების შემთხვევაში ნავსადგურები იკეტება, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი და განგაშის საფუძველი არ არსებობს. იმ შენთხვევაში, თუ ქარის სიჩქარე კლებულობს, პატარა გემებს ნავსადგურში შესვლის საშუალება ეძლევა. ამ დროისთვის კი საქართველოს სამივე ნავსადგური დაკეტილია”, – აღნიშნავენ სააგენტოში.

აჭარის სანაპირო ზოლზე დღეს 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ამ დროისთვის ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმძლავრე 3 ბალს აღწევს.

4,533 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top