https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Exclusive

„თბილისში H1N1-ის ვაქცინა იყიდება“ – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

H1N1 ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო InfoLab – დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, პაატა იმნაძეს:

„ახლა, სტატისტიკურად, 248 /100 000-ზეა, ეს არის ეპიდემიური ზღვარის ნახევარი, რომ არ იყოს ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ვირუსი, ეს იქნება ძალიან გასაკვირი, რადგან მთელ ჩრიდილოეთ ნახევარ სფეროში და ევროპაშია გავრცელებული. ზამთარი გრიპის გარეშე წარმოუდგენელია. როცა ათასობით ადამიანი ხდება ავად, სამწუხაროდ, ვინც დროზე არ მიაკითხავს ექიმს და აქვს სხვა პრობლემები, ფატალურად შეიძლება დასრულდეს და ვურჩევთ ყველას, რომ დროზე მიაკითხონ ექიმს, თუ რაიმე ნიშნები ექნებათ. პრევენციისთვის ყველაზე კარგი აცრაა, რომელიც უნდა გაკეთდეს შემოდგომაზე, თუმცა ახლაც შეუძლიათ, აიცრან. სახელმწიფო პროგრამით, აცრილები არიან დიაბეტიანი პაციენტები, საბავშვო ბაღები, მოხუცთა თავშესაფრები და ა.შ. ვაქცინას რაც შეეხება, ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაა, რომელიც თბილისში იყიდება, GPC-ის ქსელში.“ – პაატა იმნაძე

InfoLab  დაუკავშირდა GPC-ის ცხელ ხაზს, სადაც მიიღო ინფორმაცია, რომ ვაქცინა მათ ქსელში არის გაყიდვაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დარეკოს ნომერზე (32) 2 20 12 12

ვაქცინის დასახელებაა – ვაქცი-გრიპი, რომლის ღირებულება 15 ლარს შეადგენს, როგორც ბავშვის, ასევე მოზრდილის დოზაც.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, რომ დარეკონ ნომერზე (32) 2 20 12 12 ან მიაკითხონ  გამსახურდიას #23-ში, სადაც შეეძლებათ, ადგილზევე აიცრან!

4,044 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top