https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

ტუსკი:”შენგენის შეთანხმება შეიძლება დასრულდეს”

donald-tusk

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირს ორ თვეზე ნაკლები დრო დარჩა, რათა მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარება კონტროლ ქვეშ აიყვანო. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შენგენის შეტანხება დასრულდება.

“ევროპის საბჭოს მარტის სხდომა, უკანასკნელი შანსი იქნება რათა  გავიგოთ, მუშაობს თუ არა ჩვენი სტრატეგია. თუ არა, ჩვენ სამწუხარო შედეგს მივიღებთ, ისეთს როგორიცაა შენგენის ზონის ნგრევა. რასაკვირველია, ჩვენი სტრატეგიის  ეს ალტენატივა სასიხარულო არ არის. ამიტომ მოვუწოდებ წვერ–ქვეყნებს, სტრატეგიის სრული რეალიზება მოხდინონ”,–განაცხადა ტუსკმა.

ცოტა ხნით ადრე, ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრმა მარკ რიუტემ, იტალიურ გაზეთ Stampa–თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ორი–სამი თვე ევროკავშირისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ევროპა ამდენ მიგრანტს ვერ გაუმკლავდება.

გასულ კვირას კი, ავსტრიის კანცლერმა, ვერნერ ფაიმანმა განაცხადა, რომ შენგენის შეთანხმებას დროებით აჩერებს.

 

815 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top