https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

უკრაინა “გაზპრომს” გაზის ტრანსპორტირების საფასური გაუძვირა

160119163205_ukraine_russia_gas_624x351_getty

უკრაინის ტერიტორიიდან რუსული გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 50%–ით გაძვირდება, თუმცა “გაზპრომთან” მოლაპარაკებები რთული იქნება,–განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმირ დემჩიშინმა.

მინისტრის განმარტებით, ტარიფის მატება ფასის დაწესების ახალ მეთოდიკას უკავშირდება, რომელიც ენერგეტიკის სახელმწიფო რეგულატორმა 2016 წლიდან შემოიღო.

 დემჩიშინის თქმით, არსებობდა ტარიფი ტრანზიტისთვის, ახლა კი ტრანსპორტირების ტარიფი დაემატება.

“დაახლოებით ეს 1000 კბ/მ – 4,5$. რაც დაახლოებით 50%–ით მეტია, ვიდრე აქამდე იყო”,–განაცხადა მინისტრმა.

აქამდე 1000 კბ/მ ტრანზიტი –2,7$ შეადგენდა.

ამასთან, დემჩიშინმა აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსული გაზის შეძენაზე უარი განაცხადა, რადგან ის ევროპულ გაზზე ძვირია.

უკრაინის ტერიტორიიდან რუსული გაზის ტრანსპორტირების საკითხს “გაზპრომისა” და “ნავთოგაზის” ორმხრივი შეთანხმება არეგულირებდა.

გუშინ კი, “ნავთოგაზის” ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლევმა განაცხადა, რომ უკრაინამ გაზის ტრანსპორტირების ტარიფიკაციის სისტემა, ევროკავშირში არსებულ წესებს მიუსადაგა.

უკრაინის ‘ნავთოგაზი” ტარიფიკაციის ახალი სისტემის განხილვას რუსულ მხარესთან იანვრის ბოლომდე აპირებს.

თავის მხრივ, რუსეთმა უკრაინას 2016 წლის პირველ კვარტალში 1000კბ/მ გაზისთვის – 212$ სთავაზობს. მაშინ როდესაც ევროპელი მიმწოდებლები გაზს 188–211$ ფარგლებში ყიდიან.

2,159 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top