https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სპორტი

”დინამომ” ”საბურთალოს”მოუგო

file

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა 2016 წლის პირველი სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე საბურთალო გახლდათ. საინტერესო სპარინგის პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა ორივე გუნდის კართან. დავით ვოლკოვს მართებდა რამდენჯერმე უფრო ზუსტად გარჯა. ტაიმის შუაში ბიძინაშვილის სახიფათო დარტყმა გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში გია გეგუჩაძე დაცვის მარჯვენა ფრთაზე დუბლების ფეხბურთელს-  თორნიკე კირკიტაძეს აკვირდებოდა. შესვენების შემდეგ დინამოელებმა უფრო მეტად აიღეს სათამაში ინიციატივა და რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს საბურთალოს კართან. გიორგი ქვილითაიამ ორჯერ ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლოს კი ხორხელმა შეამცირა ანგარიში და საბოლოოდ შეხვედრა 2:1 დასრულდა. დინამოელები მომდევნო სპარინგს 24 იანვარს გამართავენ. ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას შეხვდება.

დინამო 2:1 საბურთალო

დინამო: ბეგაშვილი, კირკიტაძე, გველესიანი, ამისულაშვილი, გურული, ჭელიძე, პარუნაშვილი, ს. ლობჟანიძე, ჯიღაური, არაბული, ვოლკოვი

მეორე ტაიმი: ჰრდლიჩკა, ჭელიძე, გურული, უ. ლობჟანიძე, თევზაძე, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, არაბული, ქვილითაია

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ნადარაია, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ჩაბრაძე, ხარაიშვილი, ფანცულაია

მეორე ტაიმში შევიდნენ: გოშაძე, მამუჩაშვილი, ელვინ ტერა, გვარაძე, ცაცკრიალაშვილი, , კოხრეიძე, რუხაძე, გოშთელიანი

”დინამოს” პრესსამსახური

1,330 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top