https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ჩვილ ბავშვთა სახლში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მიზეზები

doctor-banner

რა გახდა ორი წლის ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი და დადგება თუ არა დაწესებულების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი – ეს ის კითხვებია, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

საქმე ეხება 28 ნოემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩვილ ბავშთა სახლში, მცირეწლოვანის გარდაცაველების ფაქტს.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი გონებრივი განვითარებით ჩამორჩებოდა და სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი გარდაცვალების ღამეს ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა და მედპერსონალის დახმარება დასჭირდა, თუმცა მასთან არავინ აღმოჩნდა.

გავრცელებული ცნობით, არსებობს 15-წუთიანი შემზარავი კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს…

ჩვილ ბავშთა სახლში, მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველიც სწავლობს. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ თანამდებობა დატოვა დაწესებულების დირექტორმა დავით პავლიაშვილმა, სამსახურიდან გათავისუფლდნენ მორიგე თანამშრომლებიც.

ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორის მოვალეობას ამჟამად თეა სიმონია ასრულებს, რომელსაც 28 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ ვესაუბრეთ.

როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, საქმე აღძრულია. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა პასუხები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„საუბრობენ ძალიან ბევრ საკითხზე, თუმცა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება სხვა რამე იყოს. ამიტომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება ვიდეო-კადრებს, პირადად მე ეს კადრები ნანახი არ მაქვს. ჩემს ოთახში არის ის მონიტორი დამონტაჟებული, საიდანაც ჯგუფებში დამონტაჟებული კამერები კონტროლდება. მე გადახვევის რეჟიმთან წვდომა არ მაქვს. შესაბამისად, ეს კადრები ნანახი არ მაქვს“ – განუცხადა „ნიუპოსტს“ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

თეა სიმონიას განცხადებით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც იქნა გამოძახებული.

„ვერ გეტყვით, ზუსტად რომელ საათზე მოვიდა სასწრაფო. როგორც წესი, ისინი არასდროს იგვიანებენ ჩვენი პროფილის გათვალისწინებით. ვინაიდან მძიმე დაავადების მქონე ბავშვებთან გავაქვს შეხება, ხშირად გვიწევს მათი გამოძახება და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ დაეგვიანებინათ“- აცხადებს სიმონია.

მისი თქმით, ბავშვის გარდაცვალების საკითხზე, ბენეფიციარის მშობლებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

„არა, არაფერი აბსოლუტურად“ – თქვა თეა სიმონიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული.

დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რაც გარდაცვალების მიზეზსს დაადგენს.

1,820 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top