https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების დროულად და ობიექტურად დასრულებას ითხოვს

10987426_848450328545272_496348734300079954_n

არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატიის ინსტიტუტი / Democracy National Institute – DNI“, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობიდან ერთი წლის თავს ეხება, სტატიაში ისინი სთხოვენ ხელისუფლებას, რომ იური ვაზაგაშვილის საქმე ობიექტურად და დროულად იქნეს გამოძიებული.

„დღეს, სამართლიანობის დამკვიდრებისთვის თავგანწირული მებრძოლის, საზოგადოებრივი გაერთიანება “გადაარჩინე სიცოცხლის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის წლისთავია ! საგანგაშოა, რომ დღემდე არც იურის აფეთქების დამკვეთი გამოუვლენია პროკურატურას და არც სააკაშვილის რეჟიმის დროს, მისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბილოვის “საჯარო დახვრეტაში” მონაწილე პოლიციელთა დიდ ნაწილს უგია პასუხი ! იურის ვაზაგაშვილის მიერ მოპოვებული და მის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებულ 64 კაციან სიაში მყოფ ძალოვანთა ნაწილი კი კვლავ პოლიციაში მსახურობს, მათ შორის თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე სამარღანიშვილი ! ხელისუფლებისაგან კვლავ და კვლავ მოვითხოვთ გამოძიების ობიექტურად და დროულად დასრულებას, ხოლო მანამდე სამარღანიშვილისა და ზემოხსენებულ სიაში მყოფი ყველა სხვა პოლიციელისათვის უფლებამისილების შეჩერებას!“ – დემოკრატიის ინსტიტუტი

Screenshot_2

682 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top