https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Uncategorized

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა

12509095_959155567484551_1861103503392657999_n

21 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა. იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე XIII-XVI ადგილებისთვის მატჩში თურქეთის ნაკრები ანგარიშით 12:11 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველი და შესაბამისად ისტორიულია.

ქართველმა წყალბურთელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ანგარიშში უპირატესობა და პირველი ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევარში თურქებმა შეძლეს სხვაობის შემცირება, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო 3 გოლით, 2-2-ჯერ გაიტანეს დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ. თითო გოლი მიითვალეს ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა.

ჩემპიონატზე ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს და წარმატების შემთხვევაში საბოლოოდ მე-13 ადგილს დაიკავებს.

2,511 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top