https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ე.წ “ღორის გრიპით” უკვე მესამე ადამიანი დაიღუპა

20151011-H1N1

ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპით 68 წლის მამაკაცი დაიღუპა.

პაციენტი ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ დაიღუპა. მომხდარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს .

ამჟამად ყოველ 100 ათას მოსახლეზე H1 N1-თ 250-მდე ადამიანია დაავადებული. ეპიდემია ქვეყანაში კი ცხადდება მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვი 500-ს სცილდება.

ასეთი მაჩვენებელი იყო საქართველოში 2009 წელს, როდესაც ე.წ. ღორის გრიპის შტამი პირველად გამოჩნდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამჯერად გავრცელების მასშტაბები ნაკლები იქნება, თუმცა უკვე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინიკებში ვირუსის სიმპტომeბით მიმართვიანობა გაორმაგდა.

2,384 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top