https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
ჯანდაცვა

H1N1: სამედიცნინო დაწესებულებების ნაწილი, ვირუსულ პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება

Flu/H1N1 Vaccine concept @ Home, Toronto - Ontario (Sept 26th, 2009)

უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ვირუსულ პაციენტებს სამედიცინო სერვისს მიაწვდის.

ამის შეასხებ შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ თათბირზე გახდა ცნობილი, რომელსაც  ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

ცნობილი გახდა, რომ პაციენტების  მომსახურება, როგორც გამოძახების, ისე ადგილზე სამედიცინო კონსულტაციის პრინციპით მოხდება.

“შეხვედრა გვქონდა პირველად ჯანდაცვითი სერვისების დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, რომლებმაც სრული მზადყოფნა გამოთქვეს იმისათვის, რომ შემოიღონ მორიგეობა პაციენტების მომსახურებისთვის. მეტიც, ისინი მზად არიან, ადგილზე მოინახულონ პაციენტები, მისცენ შესაბამისი დანიშნულება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება მათი ჰოსპიტალიზაციის შესახებ. ამასთან, ოჯახის ექიმები უზრუნველყოფილები იქნებიან შესაბამისი ტრანსპორტით, რომელსაც ასევე ჯანდაცვის სამინისტრო გამოყოფს”,–განუცხადა ჟურნალისტებს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, ე.წ “ღორის გრიპს”უკვე მესამე ადამიანი ემსხვერპლა. გვიან ღამით ზუგდიდში 68 წლის მამაკაცი დაიღუპა.

1,986 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top