https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ხიდაშელმა სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა

tinaxidashelitavdacvisministri-cr-739x428

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების მიზნით გამართულ საგანგებო ვიდეოთათბირზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული დანაყოფი იყო წარმოდგენილი.

მინისტრს სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელებმა შეიარაღებულ ძალებში გრიპის ვირუსით ინფიცირების ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მინისტრის თქმით, ამჟამად პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვითარება მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს, რომ პრობლემა არ წარმოიშვას.

“სულ 12 ადამიანი გვყავს შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო ჰოსპიტალში, ასე რომ, საგანგაშო არაფერია, თუმცა ჩვენი ამოცანაა, პატარა სიცხის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი, თუ კი თეორიული შანსი არსებობს, რომ მას გრიპის ვირუსი ქონდეს, გავუშვათ და იმკურნალოს, ვიდრეს პოტენციურად რაიმე პრობლემა შექმნას. პანიკის საფუძველი არ არსებობს,” – განმარტა თინა ხიდაშელმა.

2,735 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top