https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
დაიჯესტი

„აქ იკვეთება მინისტრის პირადი დამოკიდებულება ჩემს მიმართ“ – ცხადაძე

IMG_6246

კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილს, პირადი დამოკიდებულების გამო, მისი შეცვლა სურს:

„აქ იკვეთება მინისტრის პირადი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ტარიელ ხეჩიკაშვილს დიდი სურვილი აქვს, რომ მან მე შემცვალოს. ის დღეს არის მინისტრი. ეს ქვეყანა მინისტრის არ არის, არც ნაკრებია ცხადაძის. ნაკრები თქვენია, ქვეყნის არის. ყველანი, ვალდებულები ვართ, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ქვეყანას ვემსახუროთ. სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ საბონუსე სისტემა მისთვის მისაღები იყო,  ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და მან მითხრა, რომ სამინისტრო, ჩემი ხელფასის გადახდას არ აპირებდა. ფედერაცია, მზად არის, რომ კომპენსაცია გადაიხადოს, თუკი კონტრაქტი გაწყდება. ამ ეტაპზე, ძალიან რთული სიტუაციაა. თუკი ფედერაციას სურს, რომ გაწყვიტოს კონტრაქტი ცალხმრივად, უნდა თქვას, თუ არადა, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი და უნდა მომეცეს საშუალება, გავაკეთო ჩემი საქმე, რომ მთავარი – საქმე არ დაზარალდეს.

წყარო: JAKO FM

3,843 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top