https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

პოროშენკოს და ბაიდენს “ჩრდილოეთ ნაკადი–2″–ს შეჩერება სურთ

134017_src

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ და ამერიკის ვიცე–პრემიდენტმა ჯო ბაიდენმა, შვეიცარიის დავოსში, “ჩრდილოეთ ნაკადი–2″პროექტი და მისი განვითარების შეჩერებისთვის საჭირო  ქმედება განიხილეს.

ამის შესახებ პეტრე პოროშენკომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ჯო ბაიდენთან საუბარში, მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ “ჩრდილოეთ ნაკადი–2″  პოლიტიკური პროექტია, და ჩვენ მის შესაჩერებლად ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ”,–დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

პროექტი “ჩრდილოეთ ნაკადი–2” გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდი კბ/მ  გაზია.

პროექტში “გაზპრომის” წილი 50% , BASF, E.ON, Engie, OMV, Shell — 10% შეადგენს. ახალი გაზსადენის მშენებლობა “ჩრდილოეთ ნაკადი –1” ახლოს იგეგმება.

 

 

596 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top