https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სპორტი

“მზად არ ვართ ასობით ათასი ვუხადოთ მწვრთნელებს”- ხეჩიკაშვილის პასუხი ცხადაძეს

DSC_0956

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ბრალდებები წაუყენა სპორტის მინისტრს.მისი თქმით ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი ნაკრებიდან გაშვება უნდა. ცხადაძის განცხადებით ხეჩიკაშვილი არ აპირებს ფეხბურთს ხელფასების კუთხით დაეხმაროს.თავის მხრივ, კომენტარს აკეთებს ტარიელ ხეჩიკაშვილიც და ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით ხელფასებთან დაკავშირებული ცვლილებები კახა ცხადაძის გამო არ ხდება და ამაზე საუბარი უფრო ადრე დაიწყო.

„აქ არ არის კახაზე საუბარი. სამინისტროს პოზიცია მე გავჟღერე როცა სიჭინავა იყო პრეზიდენტი, რა გამოდის მე სიჭინავას კი არ ვებრძოდი ან ცხადაძეს. ჩემთვის მთავარია, რომ სისტემა შეიცვალოს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ასობით ათასი ვუხადოთ სხვადასხვა ტიპის მწვრთნელებს, მე მგონია რომ ამისთვის მზად არ ვართ და თუ ფედერაციას სწორად მიაჩნია და აქვს ამის რესურსი მოიძიოს და გადაუხადოს“– განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

4,580 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top